"შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით 1 თვეში დავუბრუნდებით წინა თვეების მაჩვენებელს"
03/02/2021 07:51:05 საზოგადოება
დღეს რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მომხრეა იმის, რომ შეზღუდვები ან არ იყოს, ან ძალიან მცირე რაოდენობით უნდა იყოს, თუმცა მათი მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათან ეპიდვითარების მონიტორინგის საფუძველზე:
„არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ! ყველა მომხრეა იმისა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან, დაკვირვებითა და მონიტორინგით ეპიდსიტუაციაზე, ამიტომ ყველა შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


