Accentnews.ge
"დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია"

"დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია"

03/02/2021 08:00:05 საზოგადოება

საქართველოს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია.

"თქვენ იცით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დადებითობით მაჩვენებელს, ანუ გატესტილიდან რამდენია დადებითი. იანვარ-თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ეს არის 7.3%, ნოემბრის ბოლოს გვქონდა 25-30% ფარგლებში, ანუ სერიოზული კლებაა. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4.3%, ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4.6% და ბოლო 7 დღის განმავლობაში 3.87%", - განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე

ცნობისთვის: 26 იანვარს, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, შეზღუდვების მოხსნის გეგმას დააჩქარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S