Accentnews.ge
გამყრელიძე – რესტორნებზე: "გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა – მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს და მერე შესაძლებელია ბევრი ახლო კონტაქტი"

გამყრელიძე – რესტორნებზე: "გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა – მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს და მერე შესაძლებელია ბევრი ახლო კონტაქტი"

03/02/2021 08:00:24 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორნების გახსნა სხვადასხვა რისკებს, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

"ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა, სად უფრო მეტი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში რა არის ხო? გარდა შეკრებისა, იქ კიდე სხვა რისკია, როდესაც ჩვენ მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და მერე შესაძლებელია, ბევრი ახლო კონტაქტიდაც... არ მოვყვები ახლა ამას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S