რა შედეგები აჩვენა, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, ტაქსის მძღოლების, სასულიერო პირებისა და სკოლის პედაგოგების კორონავირუსზე ტესტირების შედეგებმა
03/02/2021 07:49:40 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, ტაქსის მძღოლების, სასულიერო პირებისა და სკოლის პედაგოგების კორონავირუსზე ტესტირების შედეგებზე ისაუბრა.
"ტაქსის მძღოლებიდან უკვე 15 ათასამდეა გატესტილი და 0,6%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასი ადამიანია გატესტილი და 0,6%-ია დადებითი. 7 ათასამდე რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,3%-ია დადებითი. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6217 ადამიანია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი შემთხვევა, სულ 3 დადებითი შემთხვევა არის იდენტიფიცირებული. სკოლის პედაგოგებიდან გატესტილია 6200 ადამიანი და 0,3%-ია იდენტიფიცირებული“,- განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ეპიდვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.


