"რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს"
03/02/2021 07:31:19 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნების დაუმოჩლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. შესაბამისად, მისი თქმით, რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
გაბუნია ამბობს, რომ საუბარია თანმიმდევრულ გახსნაზე და ეს, პირველ რიგში, ტრანსპორტს, შემდეგ კი სკოლას შეეხება.
"„რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. ახლა რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, აქ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. გახსნა უნდა იყოს მდგრადი. დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს, ეს უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს. თითოეული 100 ინფიცირებულიდან 1 არის ლეტალური. ამდენად ასეთი ტიპის დაშვებები აბსoლუტურად მიუღებელია", - განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის: სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩლებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვალს დააანონსეს.


