Accentnews.ge
თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას გეგმავს

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას გეგმავს

03/02/2021 06:55:08 საზოგადოება

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას გეგმავს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

“უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელივანი პროექტია ქალაქისთვის. ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის მეშვეობით”,- განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S