Accentnews.ge
ბლინკენი: "მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ნავალნი"

ბლინკენი: "მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ნავალნი"

03/02/2021 06:11:37 მსოფლიო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონრი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნავალნისთვის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთისა და მისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით. ნავალნის აქვს რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და რუსეთს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს თანასწორობას კანონის წინაშე და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე რუსეთის ასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ბოლო კვირებში საკუთარი უფლებებით სარგებლობის გამო“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნისთვის 2014 წელს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ახალი განაჩენის საფუძველი გახდა, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც ბლინკენი აცხადებს, აშშ ითანამშრომლებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ცნობისთვის: 2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ივ- როშეს საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

ნავალნის პროცესის პარალელურად, რუსმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ლიდერის მხარდამჭერტა დაკავებები გუშინ დილიდან დაიწყო, როცა აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. 2 თებერვალს რუსეთში პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და საერთო ჯამში, 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S