Accentnews.ge
რუსეთში ნავალნის 1300-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს

რუსეთში ნავალნის 1300-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს

03/02/2021 06:04:36 მსოფლიო

რუსეთში პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – იუწყება რუსული მედია.

დაკავებები დილიდან დაიწყო, როცა აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. ადგილზე 300 ადამიანი დააკავეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნავალნის მიმართ ვერდიქტი გამოაცხადა, აქციის მონაწილეების პროტესტმა კიდევ ერთხელ იფეთქა. პროტესტი მოსკოვის ცენტრში გაგრძელდა. ისინი ხელებაწეული სკანდირებდნენ "ჩვენ უიარაღოდ ვართ". ამის მიუხედავად, ძალოვნებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაზე ძალოვანმა ხელკეტი რეპორტიორს თავში ორჯერ ჩაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს პრესის ნიშნით სპეციალური ჟილეტი ეცვა და იქ განვითარებულ მოვლენებს იღებდა. ჟურნალისტის ცემის ვიდეოს Настоящее Время ავრცელებს.

2 თებერვალს ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე მოსკოვის სასამართლომ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ ე.წ. ივ როშეს საქმესტან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება".

აშშ–მა, ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი და რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკოსის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S