Accentnews.ge
თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ​

თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ​

02/02/2021 20:23:32 საზოგადოება

საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის - თემურ წიკლაურის პანაშვიდი 3 თებერვალს ლურჯ მონასტერში გაიმართება. მას 4 თებერვალს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში 2 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ "ივერიას" სოლისტი გახდა. მისი რეპერტუარი ქართველ გიორგი ცაბაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ვაჟა აზარაშვილისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოიცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S