Accentnews.ge
აშშ–ის თქმით, ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტებს, რომელთაც დოკუმენტები წესრიგში არ აქვთ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე წვდომა ექნებათ

აშშ–ის თქმით, ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტებს, რომელთაც დოკუმენტები წესრიგში არ აქვთ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე წვდომა ექნებათ

02/02/2021 11:55:59 მსოფლიო

აშშ–ის თქმით, ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტებს, რომელთაც დოკუმენტები წესრიგში არ აქვთ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე წვდომა ექნებათ.

"მათ ექნებათ წვდომა ვაქცინაზე ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს", – აცხადებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 26 მილიონზე მეი შემთხვეევა, დაავადებამ 450 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 103 975 465 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 249 141 ადამიანი იმსხვერპლა. 75 818 127 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 208 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S