ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 858 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი
02/02/2021 06:53:38 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 858 შემთხვევა გამოვლინდა, გმოჯანმრთელდა 580 და გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა, აქედან 11 459 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 812 PCR-ით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
თბილისი - 339 შემთხვევა;აჭარა - 53;იმერეთი - 158;ქვემო ქართლი - 49;შიდა ქართლი - 50;გურია - 38;სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85;კახეთი - 44;მცხეთა-მთიანეთი - 21;სამცხე-ჯავახეთი - 15;რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 686 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485. მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 119, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, ხოლო აჭარაში - 117. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 259 209-ს შეადგენს. აქედან 250 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 208 გარდაიცვალა.


