Accentnews.ge
"მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს"

"მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს"

02/02/2021 06:19:00 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ზედიზედ მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს.

"ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა საერთო ჯამში, მსოფლიოში მესამე კვირაა, კლების ტენდენცია ნარჩუნდება. ეს სასიხარულო ამბავია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში. კვლავ აუცილებელია პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე შეფასებით, გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S