აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ძლიერ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას დაპირდა
02/02/2021 06:08:07 მსოფლიო
აშშ უკრაინას ძლიერ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას დაპირდა.
შესაბამის განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბრისას გაააკეთა.
"მდივანმა ბლინკენმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ კიევს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ვაშინგტონის პრიორიტეტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებია. ბლინკენმა პირობა დადო, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის ძლიერ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას", – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ბლინკენმა კულებასთან საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის პროგრესის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის რეალიზაციის მნიშვნელობას.


