Accentnews.ge
თბილისში, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო

თბილისში, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო

02/02/2021 05:59:24 საზოგადოება

თბილისში, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებიდა სამ სართულიანი შენობის პირველ სართულზე. ერთ-ერთ პალატაში იყო ხუთი პაციენტი რომლებიც მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ, მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ. გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S