თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
01/02/2021 20:24:05 მსოფლიო
დღეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ზამთრის წვრთნები 2021“ თურქეთის ყარსის პროვინციაში მიმდინარეობს და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
წვრთნების დროს, სამხედროები ტაქტიკური სადესანტო შეტევასა და საჰაერო დარტყმების განხორციელებაში ივარჯიშებენ. მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური ძალები, მეტყვიამფრქვევები, სნაიპერები და ვერტმფრენების მფრინავები.


