ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს
01/02/2021 20:11:14 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს.
ბაიდენმა მიანმარის ლიდერის აუნ სან სუ ჩის დაკავებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. მან საერთაშორისო საზოგადოებას "კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს".
ამასთან, აშშ–ის პრეზიდენტმა მიანმარის სამხედროებს მიმართა, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან.
მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის მმართველები დააპატიმრა. მიანმარელი სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.


