როდისთვის პროგნოზირებს გამყრელიძე პანდემიამდე არსებული ცხოვრების წესის დაბრუნებას
01/02/2021 20:01:22 საზოგადოება
"თუ 60-70% კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს და ნიღაბ-დისტანციაც დარჩა, დაახლოებით წელიწად-წელიწადნახევარში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
"თუ მსოფლიოს და ჩვენი მოსახლეობის 60-70% წელს აიცრა, ამავე დროს, ის ღონისძიებები, რასაც ვატარებთ, დისტანცია, პირბადის ხმარება, ეს კარგა ხანს დაგვჭირდება, სადღაც მომავალი წლის ამ დროს, დაახლოებით წელიწად-წელიწადნახევარში, მსოფლიო შევა ნორმალური ცხოვრების რიტმში. ამას დასჭირდება კიდევ, სულ მცირე, ერთი წელიწადი", – განაცხადა გამყრელიძემ


