Accentnews.ge
"არა მგონია, რომ "კომენდანტის საათი" აპრილშიც გაგრძელდეს"

"არა მგონია, რომ "კომენდანტის საათი" აპრილშიც გაგრძელდეს"

01/02/2021 17:40:35 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პააატა იმნაძე ვარაუდობს, რომ "კომენდანტის საათი" აპრილშიც აღარ გაგრძელდება.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, "თუ ფიქრობენ კომენდანტის საათის მოხსნაზე", იმნაძემ შემდეგი განაცხადა: "ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება".

"მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ ახლო მანძილზე მეზობლები ერთმანეთში გადადიან… მეზობლებში რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები და საღამოს 9 საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ, მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან მერე წამოხვალთ და მერე ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში...დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, როგორ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი წესებს", – განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S