Accentnews.ge
აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების საკითხსა და რუსეთის ქმედებების საპასუხო ზომებს განიხილავს

აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების საკითხსა და რუსეთის ქმედებების საპასუხო ზომებს განიხილავს

01/02/2021 14:38:28 მსოფლიო

აშშ რუსეთის ქმედებების საპასუხო ზომებს განიხილავს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან რუსეთის ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

მისი თქმით, დემონსტრაციები ცხადჰყოფს, რომ რუსებს მობეზრდათ კორუფცია და ავტოკრატია.

"აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ. განვიხილავთ მოსკოვის ქმედებების საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის ნავალნის საქმის, 2020 წელს არჩევნებში რუსეთის ჩარევის, SolarWinds–ზე ჰაკერული შეტევისა და იმ ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დახოცვაზე ჯილდო იყო დაწესებული", – განაცხადა ბლინკენმა.

იგი ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ–მა მოკავშირეებთან კოორდინაციით შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ახალი ადმინისტრაცია მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას.

რაც შეეხება ირანს, მისი თქმით, თუ ქვეყანა გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევას, მათ, შესაძლოა, ატომური იარაღისათვის საკმარისი მასალა რამდენიმე კვირაში ჰქონდეთ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნდეს, თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს და შემდეგ პარტნიორებთან ერთად იმუშავოს უფრო ხანგრძლივ და მრავლისმომცველ შეთანხმებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S