Accentnews.ge
მეუფე საბა –ნიკა გვარამიას: "პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით"

მეუფე საბა –ნიკა გვარამიას: "პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით"

01/02/2021 12:24:40 საზოგადოება

"პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით", – ასე მიმართავს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა "მთავრი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც მეუფის სავარაუდო ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.

"ვინც სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ - ნუ სცოდავთ ღმერთს, თორემ სინანულს ვერ მოასწრებთ. ნუ აბრკოლებთ ადამიანებს და ნუ აგდებთ ცოდვაში, თორემ შეიძლება, მათ სინანული ვერ მოასწრონ იმდენად ცოტა დრო არის დარჩენილი. და როდესაც ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია - დიდი ანგარიშით მოგიგეთ. ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი.

ყველაზე მეტად მძულდა სიგარეტის მოწევა, არასდროს მომიწევია, და ბინძური ცხოვრება, მით უმეტეს კაცებს შორის, ესე ვიყავი ბავშვობიდან. მით უმეტეს, ეს ქრისტიანულად ძალიან დიდი ცოდვაა, დამახინჯება ადამიანური ურთიერთობისა. რამოდენიმე წლის წინ ძალიან უტიფარი და კადნიერი რაღაცა ჯგუფი თუ საქმიანობის ხალხი გამოჩნდნენ, მაპატიეთ, ამ თემაზე სასაუბრო ადგილი არ არის, მაგრამ მიხვდებით რატომ ვთქვი, რომლებიც ჯერ ჩუმად, შემდეგ სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომლებზეც უნდა დაეწერათ თამარი მეფის სახელი, თუ გახსოვთ. ეს მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე ვიღაცამ მითხრა, დავურეკე მეუფე თეოდორეს და ავტეხეთ ერთი ამბავი და ნუ, მერე იქ იყო ეკლესიის განცხადება გაკეთებული და მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ მე მგონი, ეს მაშინ ვერ მოხერხდა.

აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეულია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით. დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან. დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდი, უფალი ამბობს - ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად უმჯობესია, წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს", – აცხადებს მეუფე საბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S