Accentnews.ge
100 წლის მამაკაცს, რომელმაც საქველმოქმედო აქციით ჯანდაცვის სისტემისთვის 33 მლნ გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა

100 წლის მამაკაცს, რომელმაც საქველმოქმედო აქციით ჯანდაცვის სისტემისთვის 33 მლნ გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა

01/02/2021 08:00:55 მსოფლიო

100 წლის მამაკაცს, რომელმაც საქველმოქმედო აქციით ჯანდაცვის სისტემისთვის 33 მლნ გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბრიტანელი ვეტერანი ტომ მური ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. მას კოვიდ–საწინააღმდეგო აცრა ჯერ–ჯერობით გაკეთებული არ აქვს, რადგან ვაქცინასთან შეუთავსებელია პრეპარატები, რომლებსაც პნევმონიის გამო იღებს.

ტომ მური ბრიტანელების ეროვნულ გმირად იქცა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჯანდაცვის სისტემისთვის დაახლოებით 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა.

2020 წლის გაზაფხულზე, 100 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, რომელსაც მანამდე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და პირობა დადო, რომ სპეციალური მოწყობილობით თავის ბაღს 100 წრეს შემოუვლიდა.

ტომ მურის ვიდეოები Youtube-ზე ქვეყნდებოდა.მისი აქცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ შემოწირულებამ 33 მილიონს გადააჭარბა. 2020 წლის 30 აპრილს ბრიტანეთის არმიამ ვეტერანს 100 წლის იუბილეზე პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიანიჭა. იმავე წლის ივლისში დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტომ მური რაინდად აკურთხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S