Accentnews.ge
Economist-ს პროგნოზით, საქართველო მასობრივ იმუნიზაციას 2023 წლამდე ვერ მიაღწევს

Economist-ს პროგნოზით, საქართველო მასობრივ იმუნიზაციას 2023 წლამდე ვერ მიაღწევს

01/02/2021 07:13:17 საზოგადოება

გამოცემა Economist-ს პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო მასობრივ იმუნიზაციას 2023 წლამდე ვერ მიაღწევს, ხოლო 85-ზე მეტ ღარიბ ქვეყანას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა, სულ მცირე, 2023 წლამდე არ ექნება.

გამოცემა მიუთითებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების შეტანა დაიწყო, თუმცა, მასობრივ იმუნიზაციას დრო დასჭირდება. მთავარი პრობლემა წარმოებაა, ვინაიდან განვითარებულმა ქვეყნებმა წინასწარ შეუკვეთეს ვაქცინების საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობა.

"მდიდარი ეკონომიკის ქვეყნებში რისკ-ჯგუფები 2021 წლის მარტის ბოლომდე აიცრებიან. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში ვაქცინაციის გრაფიკი 2022 წლის ბოლომდე გაიწელება. უფრო ღარიბი ეკონომიკის ქვეყნებში, თუ ფართო ვაქცინაცია საერთოდ მოხერხდა, 2023 წლამდე ვერ მიიღწევა", – წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ქვეყნები, რომლებიც რიგში მოწინავე ადგილებს იკავებენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და აშშ, ასევე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, რისკ-ჯგუფების მასობრივ ვაქცინაციას მარტის ბოლომდე დაასრულებს. სხვა მდიდარი ქვეყნები - ივნისის ბოლოსთვის. "ეს ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა 2021 წლის შუა პერიოდიდან ზრდას დაიწყებს და ეს წლის მესამე-მეოთხე კვარტლებში უფრო დაჩქარდება. თუმცა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს ჯერაც ვერ დაუბრუნდება, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაცია 2022 წლის შუამდე მაინც გაგრძელდება", – იუწყება გამოცემა.

Economist-ს პროგნოზით, რუსეთმა, რომელმაც თავისი ვაქცინა შექმნა, შეიძლება, ვაქცინაციის გრაფიკი მდიდარი ქვეყნების მსგავსი ჰქონდეს და მასობრივ იმუნიზაციას 2022 წლის შუა პერიოდში მიაღწიოს.

"საშუალო შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნებს, მათ შორის მექსიკას და ბრაზილიას ვაქცინებს კლინიკური ცდების და საბინაო წარმოების ქარხნების სანაცვლოდ დაჰპირდნენ, ამიტომ შესაძლოა, რისკ-ჯგუფების აცრებზე წვდომა მათაც ადრეულ ეტაპზე ჰქონდეთ. თუმცა, მასობრივი იმუნიზაციის მიღწევა მათ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება ფისკალურ სივრცეზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების რაოდენობაზე, ინფრასტრუქტურასა და პოლიტიკაზე. ჩინეთსა და ინდოეთში, მოსახლეობის რაოდენობის გამო, მასობრივი იმუნიზაცია 2022 წლის ბოლომდე ვერ გაიწელება, ისევე, როგორც საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმეტეს ნაწილში. საშუალოშემოსავლიანი ზოგიერთი სხვა ქვეყანა და მცრეშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობა დამოკიდებულია COVAX პლატფორმაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შექმნილი და ღარიბი ქვეყნებისთვის 6 მილიარდი დოზა ვაქცინა უნდა უზრუნველყოს. პირველი 2 მილიარდი დოზა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გადაეცემათ (COVAX პლატფორმა თითოეული წევრი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს ფარავს). თუმცა, ვაქცინების მიწოდება შესაძლოა შენელდეს და ეს მდიდარი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებით იყოს განპირობებული. ამიტომაც, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია შეიძლება 2023 წლამდე ვერ მოხერხდეს, თუ ეს საერთოდ მოხდა", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S