Accentnews.ge
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს

01/02/2021 06:40:45 მსოფლიო

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს .

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანებს რეპრესიების შიშის გარეშე უნდა ჰქონდეთ დემონსტრაციის ჩატარების უფლების განხორციელების შესაძლებლობა. ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

აშშ-სის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "აშშ გმობს სასტიკ ტაქტიკას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მეორე კვირაა იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ". აშშ რუსეთს მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა, ვინც საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

ცნობისთვის: 31 იანვარს რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები ალექსი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ იმ საბაბით, რომ აქციები არასანქცირებული იყო, საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს და 5 000–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მედიის ასამდე წარმომადგენელი დააკავეს.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S