Accentnews.ge
საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი შეიცვალა

საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი შეიცვალა

01/02/2021 05:40:49 საზოგადოება

საქართველოს მიერ რეგულარული ავიამომოსვლის განახლებასთან ერთად დღეიდან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი შეიცვალა.

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად,

  • 1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, სამშობლოში დაბრუნდნენ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, ჩამოსვლიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი გაიკეთონ და ასეთ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე.
  • საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის (ორჯერ აცრის) დამადასტურებელ დოკუმენტს. რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება.

საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი.

საზღვრის კვეთის რეჟიმის შეცვლა არ ეხება სახმელეთო საზღვრებს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S