ისრაელში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი გახანგრძლივდა
01/02/2021 05:43:18 მსოფლიო
ისრაელში Covid-19-ის გამო დაწესებული კარანტინი ვირუსის ახალი სახეობების გავრცელების გამო გახანგრძლივდა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
ისრაელში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 643 435 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4796 ადამიანი.


