Accentnews.ge
როდის აიცრებიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს

როდის აიცრებიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს

31/01/2021 20:04:04 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადგენილი რეგულაციების თანახმად, ადამიანებს კორონავირუსის გადატანიდან პირველი სამი თვე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ ეტაპზე არ აიცრებიან.

"ზოგიერთ ადამიანს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ ბოლო ჩვენი რეგულაციებით, მაინც დადგენილია, რომ გადატანიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, ამ ეტაპზე, არ აიცრებიან", - განუცხადა გამყრელიძემ „იმედს“.

ცნობისთვის: „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზებს საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან. შემდეგ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანას აანონსებენ.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, შემდეგ 75 წელს ზემოთ ხანდაზმულები. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S