Accentnews.ge
პოლონეთში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის გამკაცრებას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა

პოლონეთში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის გამკაცრებას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა

30/01/2021 08:06:50 მსოფლიო

პოლონეთში აბორტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ვარშავის ქუჩებში გამოსული ათასობით დემონსტრანტის შესაჩერებლად კორდონი რამდენჯერმე აღმართეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სხვა მიმართულებით განაგრძეს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლონეთში 27 იანვრიდან შევიდა ძალაში. ქვეყანაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და ინცესტის შემთხვევებშია დაშვებული, ასევე მაშინ, როდესაც დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

პოლონური კანონი აბორტის შესახებ ევროპაში ერთ-ერთი უმკაცრესია, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ აბორტი ქვეყანაში თითქმის სრულად აკრძალა. ექიმებს, რომლებიც უკანონოდ გააკეთებენ აბორტს, პატიმრობა ემუქრებათ.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2 000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S