Accentnews.ge
ამ ეტაპზე საქართველოში 589 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 589 მძიმე პაციენტია

30/01/2021 07:52:32 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში 589 პირი მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში - 45, იმერეთში - 148. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში - 45, იმერეთში - 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13. 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 507“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 257632 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 248537, გარდაიცვალა 3159 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S