გამოვლინდა კორონავირუსის 676 შემთხვევა
30/01/2021 07:46:04 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, 1 441 კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 19 989 კვლევა ჩატარდა. მათ შორის, 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
თბილისი - 253;
აჭარა - 44;
იმერეთი - 139;
ქვემო ქართლი - 29;
შიდა ქართლი - 41;
გურია - 14;
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72;
კახეთი - 47;
მცხეთა-მთიანეთი - 14;
სამცხე-ჯავახეთი -20;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალბს, 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 175 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 257 632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.


