საქართველოს მთავრობა ისრაელელი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებს - საელჩოს განცხადება
29/01/2021 16:01:59 საზოგადოება
საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"აქცენტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს მთავრობა ისრაელელი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებს. 1 თებერვლიდან ისრაელელი ვიზიტორები (მოქალაქეები და რეზიდენტები) კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ, თვითიზოლაციის გარეშე შემოსვლას შეძლებენ. თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ისრაელელი ვიზიტორებისთვისაც, თუ ისინი წარადგენენ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარებენ PCR-ტესტს" - ნათქვამია განცხადებაში.


