ჭყონია: „McDonalds რესტორნების პროტესტის ვერ შეუერთდება"
29/01/2021 14:40:27 საზოგადოება
McDonalds-ის რესტორნების ქსელი 150-ზე მეტი რესტორნის გაფიცვას არ შეუერთდება.
როგორც "რუსთავი 2"–თან "McDonalds-საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, ბოიკოტის რეჟიმს გულრწფელად უჭერს მხარს, თუმცა McDonalds-თან დადებული კონტრაქტის მიხედვით, მსგავს აქციებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
"გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში, ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას.
ერთადერთი მიზეზი "მაკდონალდსთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობებია. ჩვენ ვართ მსოფლიო "მაკდონალდსის" ნაწილი, არ ვართ ცალკე და იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში "მაკდონალდსს" გააჩნია და ასევე, ჩვენი კონტრაქტიდან გამომდინარე, ასეთ აქციებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს," - აცხადებს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის: 30 იანვარს რესტორატორები იფიცებიან და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ.


