Accentnews.ge
კორონავირუსით მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით მოზარდი გარდაიცვალა

29/01/2021 13:29:58 საზოგადოება

კორონავირუსით მე–10 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. მოზარდი ბათუმიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქვთ, თუმცა პერსონალურ მონაცემებზე ვერ ისაუბრებს.

არსებული ინფორმაციით, მეათეკლასელ ბიჭს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. სამწუხარო ფაქტია. ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში, რათა მიღებული იქნას შემდგომი გადაწყვეტილებები. გარდაცვლილი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ბოლო ერთი წელია აჭარაში სკოლაში სწავლა დისტანციურად იყო და შესაბამისად, სკოლაში არ დადიოდა. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, თუმცა უფრო მეტი დეტალისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S