ამერიკელმა სამხედროებმა რუსული „პანცირ-ს1“ ხელთ იგდეს
29/01/2021 12:18:24 მსოფლიო
ლიბიაში ამერიკელმა სამხედროებმა რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“-ი იგდეს ხელთ. კომპლექსი საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში გადაიტანეს გერმანიაში, რამშტაინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე,– იუწყება ბრიტანული Times.
ირკვევა, რომ ოპერაცია გასული წლის ივლისში ჩატარდა. ოპერაციის მოტივაცია კი საშიშროება იყო, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსი შესაძლოა, ხელში ჩავარდნოდათ იარაღით უკანონო მოვაჭრეებს ან უკონტროლო სამხედრო დაჯგუფებებს.
სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“-ი რუსეთისაგან შეიძინა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელმაც ეს შეიარაღება, თავის მხრივ, ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ გენერალ ხალიფა ჰაფტარის ძალებს გადასცა.გავრცელებული ცნობით, ეს თანამედროვე სარაკეტო კომპლექსი ლიბიის სამთავრობო ჯარების ხელში დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე ავიაბაზის მეამბოხეთაგან გათავისუფლების ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, რომელშიც ლიბიელ სამხედროებს თურქეთი უწევდა დახმარებას.
როგორც Timesაღნიშნავს, ხსენებული ოპერაცია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ გაუხმაურებელ ოპერაციას, რომელიც აშშ-ის მიერ ლიბიაში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაიგეგმა.


