Accentnews.ge
ზარიფი: „კავკასიაში ირანისა და თურქეთის თანამშრომლობა მოსახლეობას სარგებელს მოუტანს“

ზარიფი: „კავკასიაში ირანისა და თურქეთის თანამშრომლობა მოსახლეობას სარგებელს მოუტანს“

29/01/2021 10:47:39 მსოფლიო

კავკასიის რეგიონში ირანისა და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონის მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა სტამბოლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოფიციალური ცნობებით, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მექანიზმების განსაზღვრაზე გაამახვილეს ყურადღება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „უმძიმეს დროსაც“ კი შენარჩუნდა.

მისივე თქმით, ორი ქვეყანა ქაბულის ადმინისტრაციის თხოვნით, ავღანეთთან სამმხრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს.

თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს მრავალი დიპლომატიური მექანიზმი ირანთან, მათ შორის კავკასიაში და ასტანის ფორმატი სირიისთვის:

„ორმა ქვეყანამ უნდა იმუშაონ არა მხოლოდ ორმხრივი კავშირების, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“.

ცნობისთვის: ირანელი დიპლომატი თურქეთს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. მანამდე ის ბაქოში, მოსკოვში, ერევანსა და თბილისში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S