რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ
29/01/2021 07:13:23 მსოფლიო
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო "მაკაბის ჯანდაცვის სერვისების" (Maccabi Healthcare Services) მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ორივე დოზით 163 000 ადამიანი აცრეს, მათგან ვირუსით მხოლოდ 31 ადამიანი დაინფიცირდა.
ამრიგად, როგორც გამოცემა Times of Israel ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, ვაქცინა 92%-ით ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.
ირკვევა, რომ 31-ვე ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.
ცნობისთვის: ისრაელში დღეში საშუალოდ 200 000 ადამიანის ვაქცინაცია ხდება. მიმდინარე კვირაში 35 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა მიმდინარეობს.


