Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება

კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება

29/01/2021 07:04:18 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა,

აჭარა - 40,

იმერეთი - 119,

ქვემო ქართლი - 41,

შიდა ქართლი - 23,

გურია - 16,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79,

კახეთი - 49,

მცხეთა-მთიანეთი - 6,

სამცხე-ჯავახეთი -10,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 220, ხოლო აჭარაში - 104

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1 498.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S