Accentnews.ge
თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის სურსათი გაიტანა

თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის სურსათი გაიტანა

29/01/2021 06:38:02 მსოფლიო

თურქეთიდან სურსათის ექსპორტმა პირველად ისტორიაში $20 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

Dailysabah-ის ცნობით, ეს იმის დამსახურებაა, რომ პანდემიის პერიოდში, ლოქდაუნების პირობებში სურსათზე მოთხოვნა გაიზარდა. მაშინ როდესაც რიგი სექტორები პანდემიამ სრულად გააჩერა, საკვების ინდუსტრიამ დიდი სარგებელი ნახა.

პანდემიამ ასევე შეაფერხა მიწოდების ჯაჭვის მუშაობა მსოფლიოს არაერთ რეგიონში, თუმცა, თურქეთი კრიზისიდან დანაკარგების გარეშე გამოვიდა: მარცვლეული პროდუქტების, პარკოსნების, ხილის და ბოსტნეულის სექტორებმა ექსპორტის ჭრილში რეკორდულად მაღალი მონაცემები აჩვენეს.

თურქეთის საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ასოციაციის გენერალური მდივნის, ილკნურ მენლიკის განცხადებით, პანდემიის დროს სურსათის საწარმოები არ დახურულა, უფრო მეტიც, ქვეყანაში ახალი საწარმოებიც გაიხსნა, განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S