გაერო-ს გენმდივანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა
29/01/2021 06:17:22 მსოფლიო
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
გენერალური მდივანი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პუნქტში აცრეს.
გუტერეშმა აცრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაიხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინის სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.
გაეროს გენერალური მდივანი 71 წლისაა, ამიტომ მოექცა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა ჯგუფში, რომლის წარმომადგენლებსაც ნიუ-იორკში ამ ეტაპზე ცრიან სკოლების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სასურსათო მაღაზების თანამშრომლებთან ერთად.


