Accentnews.ge
უკრაინაში აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უკრაინაში აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

28/01/2021 19:21:15 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ის გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიის უფროსმა ანდრი ერმანკმა 28 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა ყველა ღონეს იხმარს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ძალები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც შეეცადნენ, ზიანი მიეყენებინათ უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობისთვის.

გამოძიებას სახელმწიფო ბიურო აწარმოებს.

„მალე ბევრი რამ გახდება ცნობილი“,– დასძინა მან მედიასთან საუბრისას.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 11 იანვარს სანქციები დაუწესა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში და პრორუსული ორიენტაციის უკრაინელ კანონმდებელთან ურთიერთობებში, რაც კავშირშია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირეთა მცდელობასთან, მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია ეპოვათ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S