კინზინგერი ამბობს, რომ საკუთარმა პარტიამ გარიყა
28/01/2021 12:57:55 მსოფლიო
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საკუთარმა პარტიამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის გარიყა.
„თავს იზოლირებულად და მარტოსულად ვგრძნობ. [...] ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ პარტიის განსაზღვრისთვის ეპიკური ბრძოლა გვექნება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში.


