Accentnews.ge
ავტრიიდან მათ შორის ქართველი მოზარდის გამოძევებას პროტესტი მოჰყვა

ავტრიიდან მათ შორის ქართველი მოზარდის გამოძევებას პროტესტი მოჰყვა

28/01/2021 11:38:40 საზოგადოება

ავსტრიაში სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების დეპორტაციას, რომელთა შორისაც 12 წლის ქართველი გოგო და მისი ოჯახია, პროტესტით შეხვდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 150-მდე აქტივისტი დეპორტაციის გასაპროტესტებლად საემიგრაციო ცენტრთან შეიკრიბა, ბარიკადები აღმართეს და შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა. დემონსტრანტებს შორის იყვნენ დეპორტირებას დაქვემდებარებულთა თანაკლასელები, პედაგოგები და პოლიტიკოსებიც. მომხდარს გაუგონარი უწოდა ვენის მერმა მაიკლ ლუდვიგმა. მათ პეტიციაც შექმნეს, რომელსაც 15 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველ გოგოს, როგორც მედია წერს, ოჯახთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია, რამდენ ოჯახი ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდა.

ქალთველი გოგოს მასწავლებელი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის პერსპექტივა აღელვებს, რადგან მან იცის ქართული, მაგრამ არა – წერა–კითხვა.

დეპორატაციის პროცედურა დასრულდა: გოგონები ოჯახებთან ერთად გამოაძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S