სანდერსმა პოპულარული ფოტოთი დამზადებული სუვენირებით 1,8 მილიონი შეაგროვა
28/01/2021 11:08:22 მსოფლიო
სენატორმა ბერნ სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.
სენატორი ამბობს, რომ თანხას ვერმონტის შტატის საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.
„მოხარულები ვართ, რომ ინტერნეტში ჩემი პოპულარობა შეგვიძლია, ვერმონტელების დასახმარებლად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ბერნი სანდერსის ფოტო გავრცელდა. მოგვიანებით სენატორმა განმარტა, რომ უბრალოდ, იჯდა და გათბობას ცდილობდა.


