ხელოვნური სუნთვის აპარატი 171 კოვიდ–ინფიცირებულს დასჭირდა
28/01/2021 07:03:00 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნარირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა,
აჭარა - 33,
იმერეთი - 121 ,
ქვემო ქართლი - 27,
შიდა ქართლი - 52, გურია - 9,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78,
კახეთი - 42,
მცხეთა-მთიანეთი - 16,
სამცხე-ჯავახეთი -23,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში- 2, იმერეთში - 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი, აჭარაში - 859, იმერეთში - 1 586.


