საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 700–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
28/01/2021 06:51:01 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,932 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.
27 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი.


