როგორი ამინდი იქნება 28 იანვარს
27/01/2021 21:05:48 საზოგადოება
სინოპტიკოსები 28 იანვრისთვის საქართველოს რიგ რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებე. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.


