Accentnews.ge
Bellingcat და The Insider ნავალნის მომწამლველებს ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ სამ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირებენ

Bellingcat და The Insider ნავალნის მომწამლველებს ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ სამ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირებენ

27/01/2021 14:59:09 მსოფლიო

Bellingcat და The Insider–მა გამოაქვეყნეს სამი მკვლელობის გამოძიების შედეგები. საუბარია ჟურნალისტ ტიმურ კუშაევზე, აქტივისტ რუსლან მაგომედრაგიმოვზე და მოძრაობა „ახალი რუსეთის“ ლიდერ ნიკიტა ისაევზე. ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ამ მკვლელობებში ჩართულნი იყვნენ რუსული ФСБ–ს ოფიცრები, რომლებმაც სავარაუდოდ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს.

ფოტოზე ასახულნი არიან ივან ოსიპოვი და ალექსეი ალექსანდროვი

უფლებადამცველის და ჟურნალიტის ნალჩიკიდან – ტიმურ კუშაევის ცხედარი 2014 წელს აღმოაჩინეს. მას სხეულზე გემატომები და კანქვეშ ნაჩხვლეტის კვალი აღენიშნებოდა. სავარაუდოდ, მკვლელებმა მას ცხვირ–პირი ქლოროფორმში დამბალი ნაჭრით აუხვიეს, რათა ის უგონო მდგომარეობაში დაეტოვებინათ. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგებით ირკვევა, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ნალჩიკში „ნავალნის მომწამლველები“ – კონსტანტ კუდრიავცევი, ექიმი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრიდან ივან ოსიპოვი და კიდევ ორი ოფიცერი: დენის მაჩიკინი და რომან მატიუშინი იმყოფებოდნენ.

ტიმურ კუშაევი

საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანობა“ აქტივისტი რუსლან მაგომედრაგიმოვი კასპიისკში გარდაცვლილი 2015 წლის 24 მარტს იპოვნეს. ოფიციალური ვერსიით, ის დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ძალადობის კვალი ცხედარზე არ აღმოუჩენიათ. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ცხედარს აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი. ირკვევა, რომ „მწამლავი ექიმი“ ივან ოსიპოვი იმავე წლის იანვარში ორჯერ იმყოფებოდა მახაჭკალაში, ხოლო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მახაჭკალაში კუდრიავცევი ჩავიდა. 2015 წლის 20 მარტს ოსიპოვი ვლადიკავკაზში გაფრინდა, რომელსაც კასპიისკთან ოთხი საათის სავალი გზა აშორებს. ის მოსკოვში მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ დაბრუნდა.

რუსლან მაგომედრაგიმოვი

რაც შეეხება ნიკიტა ისაევს, ის 2019 წლის 16 ნოემბერს მატარებელში გარდაიცვალა. მისი თანამგზავრი ყვებოდა, რომ ისაევი მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და იეჭვა კიდეც, რომ მოიწამლა. Bellingcat ვარაუდობს, რომ ФСБ–ს ოფიცრებმა ისაევის თვალთვალი 2018 წლიდან დაიწყეს. ჟურნალისტებმა იპოვეს შვიდი დამთხვევა ისაევისა და ოფიცრების მოგზაურობებს შორის. ისაევის მოწამლვის ოპერაციაში სავარაუდოდ, ალექსეი ალექსანდროვი და ივან ოსიპოვი მონაწილეობდნენ.

ნიკიტა ისაევი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S