აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. უარი ვთქვათ აღიარებაზე

27-01-2021 18:59:59 კონფლიქტები ,თვალსაზრისი

ბოლო დღეებში ორმა ქართულმა ტერიტორიამ – აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარა, თავისი თავი შეგვახსენეს: აფხაზეთმა უარი უთხრა რუსეთს ჩვენს ქვეყანაში მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებლი ორი პირის გადმოცემაზე. ვლადიკავკაზიდან კი მოვიდა ცნობა სამხრეთ ოსეთის მოვლენების გამშუქებელი ჟურნალისტის - რუსლან ტოტროვის ცემის თაობაზე.

2021 წლის აგვისტოში “დამოუკიდებლობის” 13 წელი შესრულდება. რა შედეგები გვაქვს? რა მოახერხა რუსულმა დიპლომატიამ ამ “სახელმწიფოების” მსოფლიო თანამეგობრობის თუნდაც ნახევრის მიერ აღიარების მისაღწევად? - ვერაფერი! ვერაფერი, რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის მიერ აღიარების გარდა. და სამომავლო პერსპექტივებიც არ ჩანს.

ამასთან, ისინი ყოველწლიურად იღებენ რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას და ამას დასასრული არ უჩანს.

“დამოუკიდებლობის” პროექტი წამგებიან და წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ვაღიაროთ.

კიდევ ერთი ასეთი “დაკიდებული” ტერიტორია დნესტრისპირეთია.

ობიქტურად, დღის წესრიგში დგას ამოცანა, შეწყდეს წარუმატებელი და ხარჯიანი არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა და დაიწყოს მზადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, ასევე დნესტრისპირეთის მოლდოვასთვის გადასაცემად.

ეს, რომ დავფიქრდეთ, ორი თვალსაჩინო და შესაძლო გადაწყვეტილებაა, რომელიც წარმოქმნის შესაძლებლობას, რუსეთის ირგვლივ ვითარება ნაწილობრივ მაინც გამოჯანსაღდეს და მსოფლიომ დაინახოს, რომ ის უიმედო არაა.

ამასთანავე, ფინანსური თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მხრებიდან ტვირთის მოხსნა და შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული თანხები რუსეთის მოსახლეობის მწვავე სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენოთ.

უპრიანი იქნებოდა სულ მცირე, პირველი ნაბიჯის გადადგმა – ფაქტობრივად რამის შეუცვლელად დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის დეკლარირება და შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყება.

მსგავს მოლაპარაკებებში საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მოლდოვასა და დნესტრისპირეთის გარდა, უპრიანი იქნებოდა ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიწვევა. მიღწეული შეთანხმებები კი განმტკიცებული უნდა იყოს მრავალმხრივი გარანტიებით.

და, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარების კონკრეტული ვადების განსაზღვრა – წელიწადი, ორი, სამი. რომ არ იყოს უსასრულობაში მიმავალი უსაგნო საუბრები.

თავის დროზე კარტერის ადმინისტრაციამ მოახერხა ეგვიპტესა და ისრაელს შორის შეთანხმების მიღწევა (იხილეთ ფოტო). ტრამპის ადმინისტრაციამ არცთუ დიდი ხნის წინ რიგი გარღვევები განახორციელა, ხელი შეუწყო რა არაბული სამყაროს ისრაელთან დაახლოებას. არადა, ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებად ჩანდა.

ჩვენი სიტუაცია აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან დაკავშირებით არ არის იმდენად სერიოზული, რადენადაც ახლო აღმოსავლეთის. აქ შესაძლებელია მშვიდობიანი გადაწყვეტილებების პოვნა, რომელიც შესაბამის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების გათვალისწინებაზე იქნება დამყარებული.

ალექსეი მელნიკოვი, პუბლიცისტი, ალექსეი ნავალნის თანაშემწე სტრატეგიულ საკითხებში

წყარო: "Эхо Москвы"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები