Accentnews.ge
შეზღუდვების მორიგ შემსუბუქებაზე შესაძლოა, ორ კვირაში იმსჯელონ

შეზღუდვების მორიგ შემსუბუქებაზე შესაძლოა, ორ კვირაში იმსჯელონ

27/01/2021 13:47:23 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება: სადღეისოდ ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 8,5%-ია, როცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში 25%-30% იყო.

„ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი იანვრის განმავლობაში 8.5 % გვაქვს, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ეს რიცხვი დაახლოებით, 25-30% იყო. იყო დღეები, როდესაც 35%–ზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში - 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი 1% გვაქვს. ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა“ განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რპმ სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გადაწყდა რიგი შეზღუდვების შემსუბუქება, მათ შორის – აჭარაში.

„სასურველია,ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი სწორედ მრავალი ინდიკატორის ერთობლივად გაანალიზების შედეგად მიიღება.

1 თებერვლიდან მოლები და მაღაზიები გაიხსნება, 15 თებერვლიდან იგეგმება ბაზრობების გახსნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მთვრობამ 1 მარტამდე გადადო, ისევე, როგორც სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელების საკითხი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასა და სკოლების გახსნაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, თუ მომავალ ერთ კვირაში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%–ამდე ჩამოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S