Accentnews.ge
ზოიძე: „ნეთანიაჰუმ 13–ჯერ დარეკა „ფაეზერის“ ხელმძღვანელობასთან“

ზოიძე: „ნეთანიაჰუმ 13–ჯერ დარეკა „ფაეზერის“ ხელმძღვანელობასთან“

27/01/2021 12:42:37 საზოგადოება

„ნეთანიაჰუმ 13–ჯერ დარეკა „ფაეზერის“ ხელმძღვანელობასთან და გადაიხადა –2–3–ჯერ უფრო ძვირი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე. ისევე, როგორც აშშ–მა დააფინანსა წარმოება. ვაქცინას მათზე ადრე რომ ვერ მივიღებდით, ამის ილუზია ვინმეს ჰქონდა?,– ამგვარად ეხმიანება ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე „ტვ პირველთან“ ხსენებულ ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს. ზოიძე ამჟამად ჯგუფის წევრია, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.

ჟურნალისტის შენიშნვაზე, დაერეკათ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ზოიძე პასუხობს:

„უკაცრავად, ნეთანიაჰუ სხვა ფიგურაა, ისრაელი სხვა შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა. ძალიან მნინდა, ჩვენი ქვეყანა იგივე შესაძლებლობის და გავლენის იყოს მსოფლიოში, როგორც აშშ, ინგლისი...“ფაიზერი“ და „მოდერნა“ ამერიკული კომპანიებია და ბევრი სხვა ბერკეტი არსებობს... სექტემბრიდან ორმხრივი კომუნიკაცია ბევრ ქვეყანასთან იყო დაწყებული. 13–მა ქვეყანამ მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ევროკავირის კვოტიდან გამოიყონ საქართველოს და აღმოსალეთ პარტნიორების სხვა ქვეყნებს, თუ პრობლემა შეიქმნება კოვაქს პლატფოპრმასთან დაკავშირებით ან მწარმოებლების მიერ დროულად წარმოების შემთხვევაში. დღეს მნიშვნელოვანია არა ის, რომ რაღაც პარტია შემოვიტანოთ, არამედ ის, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებამდე, ვისაც მომატებული რისკი აქვს“.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია ახლავეა დასაწყები: ყველა წყაროდან თანმიმდევრული გზავნილი უნდა მიდიოდეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა; ვაქცინის სარგებელი განუზმომლად აღემატება რეალურ თუ მოგონილ რისკს.

მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ქვეყნებისთვის მხოლოდ მაისის ბოლოს, ზაფხულისთვის იქნება შესაძლებელი, ხოლო რისკ–ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თებერვლის ბოლოს, მარტიდან.

„თუ ადამიანები არ აიცრებიან, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება, რადგან ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, გავთავისუფლდეთ შემაწუხებელი, ქვეყნის დამანგრეველი შეზღუდვებისგან“,– დასძინა ზოიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S