Accentnews.ge
სავაჭრო მოლები საახალწლო პერიოდისგან განსხვავებული პირობებით გაიხსნება

სავაჭრო მოლები საახალწლო პერიოდისგან განსხვავებული პირობებით გაიხსნება

27/01/2021 11:50:20 საზოგადოება

სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების წარმომადგენლებან მთავრობის წევრების შეხვედრა რიგ საკითხებზე შეთანხმებით დასრულდა. კერძოდ, სავაჭრო ქსელები საახალწლო პერიოდსგან განსხვავებული პირობებით გაიხსნებიან 1 თებერვლიდან.

„შევთანხმდით, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ. ვეუბნებით ასევე საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე, შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა დანარჩენ მოთხოვნებს: კომენდანტის საათის ამოქმედების ერთი საათით გადაწევას, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასა და ვაჭრობის შაბათ–კვირას უფლების მიცემის მოთხოვნებს, საკითხები ისევ ღიად რჩება. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ.

"სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, – განაცხადა "თბილისი ცენტრალის" ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S